logo

  • კოლეჯი

მცირე ფერმერების საარსებო წყაროების შენარჩუნება

COVID–19-თან ბრძოლის წინააღმდეგ და კრიზისის თავიდან ასაცილებლად საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით,,ფერმერთა სკოლა“ იწყებს პროექტის - მცირე ფერმერების საარსებო წყაროების შენარჩუნება - განხორციელებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ,,ფერმერთა სკოლის“ ბენეფიციარებს სამიზნე მუნიციპალიტეტიდან ვირუსის გავრცელებით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის მიუხედავად სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაგრძელებასა და ძირითადი საარსებო წყაროების შენარჩუნებაში.

სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება

2020 წლის იანვრიდან, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი „ფერმერთა სკოლა“ გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით პროექტის - ,,საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება (ფაზა 2) - ფარგლებში, ახორციელებს მიკრო პროექტს, რომლის მიზანია ,,ფერმერთა სკოლის“ შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა შემდეგი აქტივობების საფუძველზე:

თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გადამზადების პროექტი

პროფესიულ კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლაში“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - ,, საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება’’- ფარგლებში, ა(ა) იპ ,,აგრო-სერვის კონსალტინგმა“ დაიწყო თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გადამზადების პროექტი -,,კენკროვანი (უეკლო მაყვალი, ჟოლო) კულტურების წარმოება“.

,,ფერმერთა სკოლა“ აცხადებს მიღებას კენკროვანი კულტურების წარმოებაზე

პროფესიული კოლეჯი ,, ფერმერთა სკოლა“ აცხადებს მიღებას პროგრამაზე: კენკროვანი (უეკლო მაყვალი, ჟოლო) კულტურების წარმოება.
პროგრამაზე სწავლა უფასოა, რომლის ხანგრძლოვობა შეადგენს 10 თვეს. დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ ჩასარიცხად საჭირო შემდეგი დოკუმენტაცია: