logo

  • კოლეჯი
  • FERmmm
  • Fskola

სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება

2020 წლის იანვრიდან, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი „ფერმერთა სკოლა“ გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით პროექტის - ,,საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება (ფაზა 2) - ფარგლებში, ახორციელებს მიკრო პროექტს, რომლის მიზანია ,,ფერმერთა სკოლის“ შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა შემდეგი აქტივობების საფუძველზე:

1. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიული მომზადების პროგრამების შექმნა მეხილეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებით და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან აღნიშნული პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება; 2. პროფესიული განათლების ხარისხის მართვის შიდა მექანიზმების, მენეჯმენტისა და ადმინისტრაციული წესების შემუშავება; 3. ინფრასტრუქტურული სისტემების გამართვა (ხანძრის საწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი, შიდა და გარე აზომვითი ნახაზების მომზადება, შენობა - ნაგებობის საევაკუაციო გეგმის შედგენა, გათბობის სისტემის მოწყობა).

76