logo

  • კოლეჯი
  • FERmmm
  • Fskola

მცირე ფერმერების საარსებო წყაროების შენარჩუნება

COVID–19-თან ბრძოლის წინააღმდეგ და კრიზისის თავიდან ასაცილებლად საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით,,ფერმერთა სკოლა“ იწყებს პროექტის - მცირე ფერმერების საარსებო წყაროების შენარჩუნება - განხორციელებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ,,ფერმერთა სკოლის“ ბენეფიციარებს სამიზნე მუნიციპალიტეტიდან ვირუსის გავრცელებით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის მიუხედავად სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაგრძელებასა და ძირითადი საარსებო წყაროების შენარჩუნებაში.

ფერმერებთან მჭიდრო კომუნიკაციისა და კოორდინაციის გზით მოხდება ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა, კონკრეტულ საჭიროებებზე დაყრდნობით კი სკოლა უზრუნველყოფს სასოფლო - სამეურნეო მასალების (სათესლე მასალა, პესტიციდები) შესყიდვას და ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებას. გარდა ამისა, დარგის ექსპერტები თითოეულ ბენეფიციარს გაუწევენ კონსულტაციას საოჯახო მეურნეობების პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალ ფერმერებს, რომლებსაც წამყვანი როლი ეკისრებათ სურსათის უვნებლობის შენარჩუნებასა და საკუთარი ოჯახების გამოკვებაში.

პანდემიამ რიგი გამოწვევების წინაშე დააყენა მცირე ფერმერები, მათ შორისაა გაზრდილი ფასები იმპორტირებულ პესტიციდებზე, შესაბამისად პროექტი წვლილს შეიტანს იმ ფერმერების დახმარებაში, რომლებსაც მიმდინარე მოვლენების გამო სირთულეები შეექმნათ აუცილებელ რესურსებთან წვდომაში.

0   boh