logo

  • კოლეჯი

1 ოქტომბერს ,,ფერმერთა სკოლაში" სწავლა დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად გაიცა დადებით დასკვნა პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრ ,,ფერმერთა სკოლაში" სწავლის დაწყების შესახებ.

ცხადდება მსმენელთა მიღება სასერთიფიკატო პროგრამაზე

პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი „ფერმერთა სკოლა“ აცხადებს მსმენელთა მიღებას ხეხილის სხვლა-ფორმირების მომზადების სასერთიფიკატო პროგრამაზე. 

პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე (2020 წლის ოქტომბერი-დეკემბერი). 

რეგისტრაციის ვადა: 11-18 სექტემბერი.  რეგისტრაციისათვის მიყევით ბმულს: https://vet.emis.ge/#/training-programs ან დარეკეთ შემდეგ ტელეფონზე:  595 967 919

,,ფერმერთა სკოლა“ ახალი სასწავლო წლიდან პროფესიული მომზადების ორ პროგრამას განახორცილებს

2020 წლის 9 სექტემბერს, სსიპ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ -ა(ა)იპ პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრ „ფერმერთა სკოლას“ მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს შემდეგი პროფესიული მომზადების პროგრამები:  

მცირე ფერმერების საარსებო წყაროების შენარჩუნება

COVID–19-თან ბრძოლის წინააღმდეგ და კრიზისის თავიდან ასაცილებლად საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით,,ფერმერთა სკოლა“ იწყებს პროექტის - მცირე ფერმერების საარსებო წყაროების შენარჩუნება - განხორციელებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ,,ფერმერთა სკოლის“ ბენეფიციარებს სამიზნე მუნიციპალიტეტიდან ვირუსის გავრცელებით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის მიუხედავად სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაგრძელებასა და ძირითადი საარსებო წყაროების შენარჩუნებაში.