მცირე ფერმერების საარსებო წყაროების შენარჩუნება

COVID–19-თან ბრძოლის წინააღმდეგ და კრიზისის თავიდან ასაცილებლად საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით,,ფერმერთა სკოლა“ იწყებს პროექტის - მცირე ფერმერების საარსებო წყაროების შენარჩუნება - განხორციელებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ,,ფერმერთა სკოლის“ ბენეფიციარებს სამიზნე მუნიციპალიტეტიდან ვირუსის გავრცელებით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის მიუხედავად სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაგრძელებასა და ძირითადი საარსებო წყაროების შენარჩუნებაში.